კონტენტზე გადასვლა
Stanley 1913
მაღაზია ტრენდული დიზაინი ფასდაკლებები ჩემი ანგარიში +995 533 123 456
+995 533 123 456 0 0
მთავარი/წესები და პირობები

წესები და პირობები

მოვაჭრის ინფორმაცია

მოვაჭრე
სტენლი საქართველო
იურიდიული მისამართი
ქ. თბილისი, ქსნის ქ. 36
ელ-ფოსტა
sales@stenley.ge
ტელეფონი
533 123 456

1. ზოგადი დებულებები

ვებგვერდს ოპერირებას უწევს სტენლი საქართველო — STANLEY-ს პროდუქციის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში. შეკვეთის გაფორმებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს.

2. მოვაჭრის ვალდებულებები

მოვაჭრე ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი. საქონელი შესაბამისად მიიჩნევა, თუ იგი შეესაბამება მოცემულ აღწერილობას და აქვს იგივე მახასიათებლები, რაც წარმოდგენილ ნიმუშს. აღწერილობის არარსებობისას საქონელი მიიჩნევა შესაბამისად, თუ ვარგისია მომხმარებლის მიერ მითითებული და მოვაჭრის მიერ მიღებული მიზნისთვის.

3. შეკვეთის მიღება და გადახდა

გადახდა სრულდება საქართველოს ბანკის უსაფრთხო გვერდზე — ბარათით (Visa/Mastercard), BOG განვადებით ან BOG 4 ნაწილად. ფასები მოცემულია ლარში და მოიცავს დღგ-ს. შეკვეთა მუშავდება გადახდის დადასტურების შემდეგ და დასრულებულად ითვლება მიწოდების მომენტიდან. მომხმარებელი ვალდებულია შეამოწმოს საქონელი მიღებისთანავე. მისამართზე მიუწვდომელი შეკვეთა უქმდება და თანხა ბრუნდება.

4. მიწოდება

თბილისში მიწოდება 2-3 სამუშაო დღეში, რეგიონებში 3-5 სამუშაო დღეში. შესაძლებელია მაღაზიიდან უფასოდ აღება წინასწარი შეთანხმებით. მიწოდების ტარიფი გამოითვლება შეკვეთის გაფორმებისას. დეტალური ვადები, ტარიფები და დაფარვის ზონა: მიწოდების პირობები.

5. საკანონმდებლო გარანტია

ნაკლის აღმოჩენისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნაკლის უსასყიდლოდ აღმოფხვრა — შეკეთება ან გადაცვლა, ფასის შემცირება, ან ხელშეკრულებიდან გასვლა. შეკეთება და გადაცვლა პირველადი საშუალებებია, თუ ისინი შესაძლებელია და არაპროპორციულ ხარჯს არ საჭიროებს.

  • გადაცვლა — ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა; შეკეთება — არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა;
  • უსასყიდლო აღმოფხვრა მოიცავს ყველა საჭირო ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირებას, სამუშაოსა და მასალას;
  • უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ ნაკლი გამოვლინდა მიწოდებიდან 2 წლის განავლობაში;
  • მიწოდებიდან 6 თვის განავლობაში გამოვლენილი ნაკლი მიიჩნევა მიწოდების მომენტში არსებულად, თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცდა.

6. დაბრუნება და გადაცვლა

ქარხნული დეფექტის შემთხვევაში პროდუქტის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია მიღებიდან 14 კალენდარული დღის განავლობაში — ორიგინალური შეფუთვისა და შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით. დისტანციური ხელშეკრულებიდან 14-დღიანი უპირობო გასვლის უფლება, დაბრუნების წესი და გამონაკლისები: დაბრუნება და გადაცვლა.

7. კონფიდენციალურობა

თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის შესრულებისა და მიწოდების მიზნით და არ გადაეცემა მესამე მხარეს, გარდა საკურიერო სერვისისა და გადახდის პროვაიდერისა. მონაცემების წაშლის მოთხოვნა შეგიძლიათ: sales@stenley.ge.

8. ფორს-მაჟორი

მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებებით.

9. კონტაქტი

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 533 123 456, sales@stenley.ge ან საკონტაქტო ფორმით.

Stanley 1913
მიწოდება დაბრუნება წესები და პირობები თანამშრომლობა © 2026 Stanley 1913 Georgia

ვიყენებთ ქუქებს საიტის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის. დაწვრილებით