დაბრუნება და გადაცვლა
მოვაჭრის ინფორმაცია
- მოვაჭრე
- სტენლი საქართველო
- იურიდიული მისამართი
- ქ. თბილისი, ქსნის ქ. 36
- ელ-ფოსტა
- sales@stenley.ge
- ტელეფონი
- 533 123 456
1. 14-დღიანი დაბრუნების უფლება
მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ეს უფლება გამომდინარეობს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონიდან.
2. ვადის ათვლა
- საქონლის ნასყიდობისას — საქონლის მიღების დღიდან;
- ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას — ბოლო ნივთის მიღების დღიდან;
- რეგულარული მიწოდებისას — პირველი ნივთის მიღების დღიდან.
3. დაბრუნების პირობები
- დაბრუნების შესახებ შეგვატყობინეთ ელ-ფოსტაზე sales@stenley.ge — მიუთითეთ შეკვეთის ნომერი და პროდუქტი;
- საქონელი უნდა დაბრუნდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა უარის თქმის შესახებ შეტყობინებიდან;
- პროდუქტი უნდა იყოს გამოუყენებელი, სრული კომპლექტაციითა და ორიგინალურ შეფუთვაში, შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად;
- დაბრუნების პირდაპირ ხარჯს ფარავს მომხმარებელი.
4. თანხის დაბრუნება
თანხა უბრუნდება მომხმარებელს 14 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც გადახდა განხორციელდა — ბარათით გადახდისას თანხა აისახება იმავე ბარათზე, BOG განვადებით ან 4 ნაწილად გადახდისას კი შესაბამისი ხელშეკრულება უქმდება ბანკთან ერთად.
5. ქარხნული დეფექტი და საგარანტიო უფლებები
დეფექტის აღმოჩენისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნაკლის უსასყიდლოდ აღმოფხვრა — შეკეთება ან გადაცვლა, ფასის შემცირება, ან ხელშეკრულებიდან გასვლა. შეკეთება და გადაცვლა პირველადი საშუალებებია, თუ ისინი შესაძლებელია და არაპროპორციულ ხარჯს არ საჭიროებს.
- გადაცვლა — ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა;
- შეკეთება — არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა;
- უსასყიდლო აღმოფხვრა მოიცავს ყველა საჭირო ხარჯს, მათ შორის ტრანსპორტირებას, სამუშაოსა და მასალას;
- უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ ნაკლი გამოვლინდა მიწოდებიდან 2 წლის განმავლობაში;
- მიწოდებიდან 6 თვის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მიიჩნევა მიწოდების მომენტში არსებულად, თუ საწინააღმდეგო არ დამტკიცდა.
6. გამონაკლისები
დაბრუნების უპირობო უფლება არ ვრცელდება ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ ან პერსონალიზებულ (მაგ. გრავირებულ) პროდუქტზე, ასევე 30 ლარამდე ღირებულების საქონელზე. ეს არ ზღუდავს ქარხნული დეფექტის შემთხვევაში საგარანტიო უფლებებს.
7. ფორს-მაჟორი
მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალის გარემოებებით.
8. კონტაქტი
დაბრუნების ან გადაცვლის შესახებ დაგვიკავშირდით: 533 123 456, sales@stenley.ge ან საკონტაქტო ფორმით. იხილეთ ასევე წესები და პირობები და მიწოდების პირობები.